„მწვანე სკოლის” დირექტორი - რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა, სულ დაეწვათ ეს სკოლა

„მწვანე სკოლის” დირექტორი - რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა, სულ დაეწვათ ეს სკოლა

ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „მწვანე სკოლის" დირექტორმა კახა დავითურმა განუცხადა.

„ვადასტურებ იმას, რომ მისი კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია",- განაცხადა კახა დავითურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობს თუ არა სკოლა პასუხისმგებლობას მომხდართან დამავშირებით, დირექტორმა განაცხადა, „მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს".

 

 

trampi გინდათ თუ არა პოლიცია უნდა გამოიძახეთო, .......... აკი ასე გასწავლეს ძიებმა? პოლიციის გამოძახება მთლიანი უბედურების მხოლოდ ერთერთი პატარა
შემადგენელი ნაწილია...მანდ საქმე მთლიანად თავიდან ბოლომდე ამოსატრიალებელია და გასარკვევი ...კითხვები დასვან, კითხვები და მივლენ პასუხამდე
იმ სკოლის დირექტორს რატო მოუვიდა თავში პატრულის გამოძახება?/ ....იმიტომ რომ ეგრე ასწავლეს ,, რეფორმატორებმა ,,
იმიტომ რომ პოლიციის დახმარებით გატეხონ მოზარდი სულიერად, რომ თავიდანვე არტახებში ჩასვან მოზარდი მორჩილი რომ გაიზარდოს და ა.შ.
ქვეყნის კითხვებია, ქვეყნის და ყველას პასუხი ამ ე.წ. სკოლის რეფორმატორებთან მიდის---ვინ აძლევთ ამათუ იმ მითითებებს? ვინ ასწავლით რომ ბავშვი პოლიციით დაააშინეთო? ან საერთოდ რატო ეურჩებათ მათ ბავშვი?/ ათასი კითხვებია და ბოლოს აუცილებლად დღევანდელ სოციალურ
გარემოსთან მივლენ... მერე ვინ გვიქმნის და გვიყალებებს საერთოდ დღევანდელ არაქართულ ცხოვრების წესს?? და ასე შემდეგ....
5 წლის უკან