თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში 51-ე სკოლის ყოფილი პედაგოგი, ასმათ ჯავახიშვილი ეხმაურება.
პედაგოგი სკანდალრ განცხადებას აქვეყნებს და გარდაცვლილი მოზარდის დაკითხვას, ხორავას ქუჩაზე მომხდარ კვევობის მოწმეების დაკითხვას ადარებს.
"მთელი წელი დაჰყავდათ დაკითხვებზე დათუნას და ლევანის მკვლელობის საქმეზე 30-მდე მოსწავლე და არავის თავი არ მოუკლავს. ამ ბიჭუნას რაღაც სხვა აწუხებდა ალბათ“, - წერს ასმათ ჯავახშვილი.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.