2019 წლის 27 ივნისს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება 2011 წლის 26 მაისს, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ნიკოლოზ გოგუაძის საქმეზე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასევე ხელმძღვანელობდა „მწვანე სკოლის" საქმეზე 15 წლის მოზარდის გამოკითხვას, რის შემდეგაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და დღეს, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ მოზარდის საქმეზე ჩვენების იძულებით გამოძალვის ბრალდებით გამომძიებელი ჩოლოიანი დაკავებულია.
ბრალის წარდგენის შემდეგ ჩოლოიანი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება 2011 წელს, ე.წ. ყინწვისის საქმეს, საიას ინფორმაციით, მოქალაქე ნიკოლოზ გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.
თავად გოგუაძის განმარტებით, ის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩულოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა.
როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა, ჩულოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას, ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა.
წლების შემდეგ კი, ეს ფაქტი უდაოდ სცნო ევროპულმა სასამართლომ და ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაადგინა.
ახლა ნახეთ რა დამაინტრიგებელი სათაურით გამოუშვა სტატია "resonancedaily.com" -მა (For. ge-მ მხოლოდ გადმობეჭდა) - "რას წერს ევროსასამართლო საქმეზე, სადაც გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ფიგურირებს". ამ სათაურის ქვეშ ეს პორტალი იწყებს ჩოლოიანის მიმართ ბნელი ფონის შექმნას, არახუნებს რა კომპოზიციას "ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ" და იქვე მიაკერა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით,... მოკლედ ატმოსფეროში მოსხმული ბენზინის სუნი იგრძნობა. კითხულობ ამ სტატიას გულდასმით და ნახეთ როგორ ოსტატურად მანიპულირებენ მკითხველის ცნობიერებით -რაც შეეხება 2011 წელს, ე.წ. ყინწვისის საქმეს, საიას ინფორმაციით, მოქალაქე ნიკოლოზ გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით". ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ მასმედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ ბავშვის თვითმკვლელობის საქმეზე ქალბატონი ჩოლოიანი უკვე დააპატიმრეს, ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ ეს ქალბატონი ჯერ კიდევ 2011 წელს გოგუაძესაც კი ატერორებდაო!
შემდეგ სტატიის ავტორებს კიდევ უფრო მაგარი აბრა-კადაბრა გამოუცხვიათ - თავად გოგუაძის განმარტებით, ის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩულოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა. როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა, ჩულოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას, ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. წლების შემდეგ კი, ეს ფაქტი უდაოდ სცნო ევროპულმა სასამართლომ და ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაადგინა." კვლავ მანიპულიაციებთან გვაქვს საქმე, კერძოდ, გვაუწყებენ ქალბატონმა გამომძიებელმა ჩოლოიანმა გოგუაძე მოწმის სახით დაკითხა და ოქმიცშეადგინაო! აბა გამომძიებელმა მოწმე არ უნდა დაკითხოს და ოქმი არ შეადგინოს?! აქ სადმე წერია, რომ გოგუაძე აძლევს ჩვენებას, ჩოლოიანმა დაკითხვის დროს დამაშინა და მცემაო?! არა რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია!!! სტატია დუმს იმაზე თუვისზე მიუთითა გოგუაძემ, როცა ევროპულ სასამართლოს ძალადობის და ფსიქოლოგიური შევიწროების შესახებ მიმართა?!
და ბოლოს სტატიის ავტორები თავისი მზაკვრული ჭკუით "ასფუთიან" ბრალდებას უყენებენ ქალბატონ გამომძიებელს - "ჩულოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას, ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა". და შავი ნაჭერი მიაფარეს იმ ვერსიას, რომ თუ სადმე, რამე ავნეს ამ გოგუაძეს, შეიძლება ჩოლოიანი ამის შემსწრე არ ყოფილიყო??!!!
ასე და ამგვარად ახლა დაიწყო ქალბატონი გამომძიებლის დატერორება და ბულინგი. ლიბერალური საზოგადოება კბილებაკაწკაწებული ეძებს საკბილოს, ვის გადააბრალოს საკუთარი დანაშაული, რომელიც მდგომარეობს ქართული საზგადოების ტრადიციული ფასეულობების (დედა-შვილობა- საერთოდ მშობლის პატივისცემა, მართლმადიდებლობის მიერ თვითმკვლელობის უმძიმეს ცოდვად შერაცხვა და გადაულახავი ტაბუ და სხვა) წაბილწვის, დაკნინების პერმანენტულ მცდელობაში, თავისუფლების სახელით საზოჰგადოებრივი წესრიგის, ზრდილობის, სინდის-ნამუსის ცნებების აბუჩად აგდებაში და პასუხისმგებ;ლობის ცნების სრულიად დაკნინებაში. თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სწორედ ამის გამო, ლიბერალური დემოკრატიის ამ დანაშაულის გამო მიმართა ყმაწვილმა კაცმა სუეციდს!
აქ ქალბატონი ცოლოიანი ნამდვილად არაფერ შუაშია. დამნაშავეა გათახსირებული ლიბერალური-დემოკრატია!
ვიდრე ერი არ გაასამართლებს საქართველოს მოსახლეობაზე ლიბერასტული იდეოლოგიის ძალადობის გზით დამმკვიდრებელებს და მათ სატელიტებს ქართველ ერის გადაშენებას ვერავინ ვერ შეაჩერებს...