ერეკლე კუხიანიძე სოსო გოგაშვილისა და სუსის კადრია, ასევე მას ბიძინა ივანიშვილი მფარველობს, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ საკრებულოს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ხატია დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარისგან გიორგი ტყემალაძისგან მოითხოვს, რომ ერეკლე კუხიანიძეს თანამდებობა დაატოვებინოს.
„ეს ადამიანი არ არის თბილისელების ნდობით აღჭურვილი. ის არის მტერი, „პატარა გავრილოვია“ და უნდა წავიდეს. ჩვენი ინფორმაციაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს ამ ადამიანს და სწორედ ამიტომაა მთელი „ქართული ოცნება“ გადაფარებული მასზე და ამიტომ გვასხამს ლაფს ეს კაცი, ესაა სიმართლე. სოსო გოგაშვილის და სუს-ის კადრია, ამიტომ იმყოფება ბიძინა ივნიშვილის მფარველობაში. ახლა მთელი სუს-ი აქაა, მთელი პოლიცია. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ძალადობს ადამიანებზე. ჩვეულებრივი „ფეისბუქ ტროლია“ ეს კაცი, ამაში იღებს გასამრჯელოს. ირაკლი ნადირაძეს ხელი აქვს გადახსნილი. კუხიანიძის გამო ხდება ეს ამბავი. ესაა ის, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახში ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს, რა დროსაც მათსა და საკრებულოს დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა.