ხაბეიშვილმა ქაჯეთის ციხე, ანუ თბილისის საკრებულო დააბოქლომა

ხაბეიშვილმა ქაჯეთის ციხე, ანუ თბილისის საკრებულო დააბოქლომა

მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი პოლიციამ საკრებულოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა, „ნაციონალი დეპუტატი“ ისევ მიბრუნდა თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში და შესასვლელ კარს ბოქლომი დაადო.

„ბოქლომი რატომ მოვიტანე? ნახევარი საათია თქვენ ხედავთ, რომ მარტო კაცი, საკრებულოს წევრი ვცდილობ, სამსახურში შევიდე. ეს არის ქაჯეთის ციხე, ეს არის ჩრდილოეთ კორეა, სადაც არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ფუნქციონირებს. ყველაფერი ერთი ნაძირალა ბიძინა ივანიშვილის  გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ამიტომ, სიმბოლურად ეს იაფფასიანი ბოქლომი დავადე. ედოს, როგორი იაფფასიანებიც არიან, ისეთი დავადე, მეტი არ ეკუთვნით ამათ. სხვა დანიშნულება ამ საკრებულოს მაინც არ აქვს“,- უთხრა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციამ ისინი დეპუტატის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. დაშავებულია ერთი და დაკავებულია 4 პირი.

თამაზი მანიაკ მიშას სულიერო ძმაო, თვიტონ ხარ ქაჯი.
5 წლის უკან