ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“მეგობრებო! როგორც ყველა ხედავთ, ერთი სიტყვაც კი არ დამიწერია ვაჟა გაფრინდაშვილზე აქამდე! გეკითხებით ორივე ვერსიის მომხრეებს – როგორც “გმირობის” ასევე “აგენტობის” ვერსიის მხარდამჭერებს – არ გინდათ რომ მომბაძოთ? არ ფიქრობთ, რომ ამ თემაზე ასეთი “ლაბავოი” სტატუსების წერა ამ ეტაპზე ძალიან არასწორია? მიუხედავად იმისა, რომ პირადში არაერთმა ამაწრიალა – რას ფიქრობ ვაჟა ექიმზეო, ერთი სიტყვაც კი ამ თემაზე არ დამიწერია! ვიდრე ტყვეობაშია ადამიანი, ვიდრე არ აქვს საშუალება პასუხი გაგვცეს, იქნებ გამოიჩინოთ შეგნება ორივე მხარემ? რავიცი, ჩემი ზნეობა ამას მკარნახობს… თქვენი საქმისა მაინც თქვენ იცით… გმადლობთ.” – წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.