ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის და „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას დაკითხვის საქმე ანალიტიკსომა გია აბაშიძემ „მარშალპრესთან“ ინტერვიუში შეაფასა:
“ფაქტია, რომ საქართველოში „ქართული ოცნების” მიერ სამართლიანობის აღდგენის პროცესი საკმაოდ ნელა მიმიდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს. ბოკერიას და მისი თანამძრახველების მიერ გაკეთებული განცხადებები, ახლა გაახსენდათ ეს საქმეო და არა მისი აღვნიშვნა, რომ მე უდანაშაულო ვარო – კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს… ესე იგი რაღაც აქვთ ჩადენილი,მაგრამ 5 წლის მერე „ახლა გაახსენდათ“ მხოლოდ ამით ხსნიან…
ამ საქმეს გრიფი ადევს, რაც დეტალებზე საუბრის საშუალებას ვერ გვაძლევს, თუმცა მინდა გაგახსენოთ, 2004 წლიდან 2012 წლამდე, როდესაც უშიშროების საბჭო სააკაშვილის ხელისუფლების ლობირებას ახორციელებდა ამერიკაში, მაშინ მათი ოფიციალური, რეგირსტირებული აგენტი, ლობისტი იყო პიარ კომპანია ”orion strategies ”შენემანის კომპანია”, ამავე დროს, 2004 წლიდან „რენდი შენემანი“ არის “IRI”-ს ვიცე- თავმჯდომარე, ეს კომპანია 2004-2012 წლებში ჩაბმულია საქართველოს ხელისუფლების ლობირებაში ამერიკაში, რაზეც შეკითხვები იბადება: – სად მიდის ჩვენს მიერ გადარიცხული ათეულობით მილიონი დოლარი? რომელ პიარ- კომპანიებში გადაირიცხა ევროპაში თუ სხვაგან..? – არის ვერსია, რომ აღნიშნულმა საქმემ თითქოსდა მომგებიან დროს წამოიწია, თუმცა ფინანსურმა სამსახურებმა მიაკვლიეს ახალ სამხილებს. თანამედროვე სამყაროში ფინანსური მაქინაციები, ოფშორები ძალიან რთულად არის … და ამიტომაც დაიბარეს (გიგა ბოკერია) შესაბამის შეკითხვებზე პასუხების გასაცემად. შესაძლოა კიდევ დაიბარონ ახალი დეტალების აღმოჩენის შემთხვევაში, ასე რომ ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ტრაგიკული შეიძლება იყო მათთვის, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი!“ – აღნიშნა გია აბაშიძემ „მარშალპესთან“ საუბრისას.
ამასთან, ანალიტოკოსმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ საქმეზე სხვა ყოფილი მაღალაჩინოსნებიც დაიკითხონ.
„არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა აღნიშნულ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსებიც დაიკითხონ.
სამართლიანობის აღდგენა ხდება გვიან, მაგრამ მაინც მიმდინარეობს… – არაფერი არ არის გამორიცხული, რადგან ჩვენ დადასტურებულად თუ დაუდასტურებლად ვიცით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არაერთ მაღალჩინოსანს ჩაუდენია, არამხოლოდ დანაშაული, არამედ არაერთი ჩვენი მოქალაქე დაუწიოკებიათ, დაუტერეორებიათ… ამიტომ ადრე თუ გვიან ადამიანებმა სამართლიანობის აღდგენა უნდა იზეომონ! – რაც უფრო მალე, მით უკეთესი..!“ , – განაცხადა გია აბაშიძემ „მარშალპრესთან“ საუბრისას.
ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს.
გიგა ბოკერიამ დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ ახალი ვერაფერი გაიგო და არაფერი თქმულა ისეთი რომ საქმე გრიფით „საიდუმლო“ შეიძლება იყოს.
გიგა ბოკერიას 15 დეკემბერს შეატყობინეს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. პოლიტიკოსმა დაკითხვაზე შესვლამდე თქვა, რომ აბსურდის გარდა, არაფრის მოლოდინი აქვს.
საქმე ეხება უშიშროების საბჭოს საქმიანობას, რომელზეც გამოძიება 2014 წელს დაიწყო. გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში იყო.