საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების სამსახურისა და პატრულის თანამშრომლებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან აქციის მონაწილეების გაყვანა ფიზიკური ძალის გამოყენებით მოახერხა. ერთი აქტივისტი დაშავებულია და შეუძლოდ გახდა. საკრებულოში სასწრაფო დახმარების მანქანაა გამოძახებული.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ნადირაძეს თითი დაუზიანდა. ერთი აქტივისტი ძალით გაჰყავდათ, მაგრამ პოლიციას არ ემორჩილებოდა, ორი აქტივისტი ერთმანეთს ჩაეხუტა და იატაკზე დაწვნენ, მაგრამ პოლიცია მათ კაბინეტიდან ძალით გაყვანა მაინც შეძლო. ერთ-ერთმა დაზიანება მიიღო, რადგან თავი მიარტყა კედელს, როცა პოლიციას ის კიბეებზე ძალით ჩაჰყავდა.
„გაიყვანეთ ესენი აქედან!“, - ეს ბრძანება თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ნიკოლოზ ჭონქაძემ გასცა.
აქტივისტების მხარდასაჭერად ადგილზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, პარლამენტარი ელენე ხოშტარიაა მისული, მაგრამ კუხიანიძის კაბინეტთან არ მიუშვეს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძემ სიტყვიერი შურაცხყოფა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მიაყენა.