„დღეს ყველაზე მთავარია დროულად გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, დაუბრუნდეს ოჯახს და თავის საქმიანობას. ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი საზოგადოება, ხელისუფლება და მოქალაქეები არიან ერთიან პოზიციაზე. სამწუხარო იყო ჩემთვის ეს შეფასებები, რაც ვნახე. მან გააკეთა განმარტებები და ვფიქრობ, ჩვენ ახლა ძირითადი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ექიმის გათავისუფლებაზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოების პოზიცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერთიანია.