თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით სხდომას აღარ გამართავს. საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის საკრებულოსთან ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ აქცია გაიმართა. ისინი დეპუტატ კუხიანიძის გადადგომას ითხოვდნენ და მის Facebook პოსტს აპროტესტებდნენ, სადაც კუხიანიძემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით ალეკო ელისაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ საკრებულოში უმრავლესობა ხვალ შეიკრიბებოდა და ერეკლე კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა. ეს ინფორმაცია თავად ტყემალაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა.
გუშინ საღამოს ერეკლე კუხიანიძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.