იტალიური ფეხბურთი მორიგ სკანდალში გაეხვა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატ სერია A-მ , ანტირასისტული კამპანიის წარსამართად მაიმუნების სურათები გამოიყენა.
მომხდარ ფაქტს, საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ანტირასისტუი კამპანია შემდეგნაირი იყო - „არა რასიზმს“ პოსტერები, იტალიური საფეხბურთო უმაღლესი ორგნოს შტაბბინაზე გამოიფინება. პოსტებზე სამი მაიმუნი არის გამოსახული. პოსტერების ავტორის თქმით, მაიმუნი ადამიანისგან არ განსხვავდება. „კულიბალის მიმართულებით, ფეხბურთელს, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, მაიმუნის ხმებს გამოსცემდნენ“, - განაცხადა სიმონ ფუგაზოტომ, რომელიც პოსტერის ავტორია.
როგორც პოსტის ავტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამი მაიმუნი სხვადასხვა რასის ადამიანებს წარმოადგენს.
„მე დავხატე დასავლელი მაიმუნი-თეთრი ლურჯი თვალებით, აზიელი მაიმუნი -ნუშისებრი თვალებით და შავი მაიმუნი შუაში, რომელიც იქიდან არის, საიდანაც ყველაფერი მოდის. ეს არის ის, რასაც ევოლუციის თეორია გვეუბნება“,- განუცხადა ფუგაზოტომ ჟურნალისტებს.
მომხდარ ინციდენტს, იტალიელი ადამიანის უფლებათა დამცველები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, მაიმუნების გამოყენება ადამიანების ამსახველად, უადგილო და კონტრპროდუქტიულია, რაც აგრძელებს აფრიკის ხალხების დეჰუმანიზაციის მცდელობას. ცნობისთვის, იტალიაურ ფეხბურთში რასიზმის მიმაართ პრობლემა საკმაოდ დგას. სტადიონებზე გულშემატკივრები შავკანიანი ფეხბურთელების მისამართით დისკრიმინაციულ შეძახილებს ხშირად იყენებენ.