ამერიკელი კონგრესმენები გიორგი გახარიას: შოკში ვართ, რომ საარჩევნო სისტემაზე დაპირებული რეფორმა ჩამოიშალა

ამერიკელი კონგრესმენები გიორგი გახარიას: შოკში ვართ, რომ საარჩევნო სისტემაზე დაპირებული რეფორმა ჩამოიშალა

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს. ადამ კინზინგერი, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთებულია.

„თანათავმდჯომარეების სახელით, შეშფოთებით ვწერთ როგორც გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაპირებული პოლიტიკური რეფორმის უარყოფას გულისხმობს, ასევე იმ ანგარიშებზე, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ეხება.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ შექმნა ძლიერი დემოკრატიის ფუნდამენტი და აჩვენა ერთგულება დემოკრატიის ღირებულებების, ასევე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისადმი.

ამიტომ, შოკში ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რეფორმის საკითხი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. საქართველო ამ რეფორმაზე ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა.

ეს იყო არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი - ქართველი ხალხის მიმართ დაპირება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ განაახლებენ და გაატარებენ ამ რეფორმის მნიშვნელოვან პაკეტს“, - აღნიშნულია წერილში

არაგველი641 ამ პერსონამ ისე იცის ქართული საზოგადოების მდგომარეობა, როგორც მე ჩინური!
5 წლის უკან
სოციალისტი შოკში იქნები აბა რა, ნეოკონსერვატორების და გლობალისტ-დემოკრატების გეგმა რომელზეც სოროსის ფონდმა 2015 წლიდან მოყოლებული ამდენი ფული დახარჯა ჩა - გი- ვარ -დათ!!! ღმერთმა არ გამოგიყვანა შენ და შენი საძმო მაგ შოკიდან! ვინ ხართ ჩვენ , ჩვეულებრივ არაპარტიულ მოქალაქეებს რატომ გვაგდებტ სახელმწიფოს მართვის ორბიტიდან< რატომ გვართმევთ თავისუფალი არჩევანის უფლებას, რატომ გვართმევთ ვიყოთ არჩეული, რატომ უნდა წამოგვასვათ თავზე პარტიული ფუნქციონერები?! ვინ ხართ ასეთი უჯიათები და უვიცები?! თქვე პირსისხლიანო იმპერიალისტებო თქვენა!!! წადით ბიძია და ლიბია როგორც დაშალეთ და არიეთ, ისე დააწყნარეთ. ჩვენ შეგვეშვით!
5 წლის უკან
trampi ზუსტად მაგისთანების გამო ვამბობ ხოლმე ქუნემ კოლუმბი მეთქი...
ზუსტად მაგისთანების ბრალია(ფულზე გაყიდულების) რომ მაგათი დიდი პატივისმცემელი და მათი დიდი მომლოდინე ხალხი, აქ დასავლეთის მოწინაააღმდეგეებად განგვაწყო..
ისე კი მა რა იქნება....ცხრა წელი შავზე გვიმტკიცებდნენ თეთრიაო და ეხლა კიდევ პირიქით...მთელი ცხრა წელი საქართველო გმინავდა. მაშინ არ ახსოვდათ დემოკრატია და ეხლა მართლა ამ დემოკრატიულ ბარდაგში წუნობენ დემოკრატიააას?? ესე იგი მაგ ,,ევრობს,, უფრო მეტი ბარდაგი უნდათ საქართველოში, რომ სამაგათოდ უფრო მეტად დაგვემხოს ქვეყანა თავზე.....
მერე ამბობენ ამ ანტი დასავლური პროპაგანდაში პუტინი ფულებს ხარჯავსო...კი მაგრამ როცა ეს დაქნეული ლაწირაკი კონგრესმენები, პუტინის საქმეს ისედაც მუქთად აკეთებენ, პუტინი გიჟიააა კიდე ამაში ფულები დახარჯოოს?? ან თუ მართლა ფულზეა ლაპარაკი, მაშინ გამოდის რომ პუტინი სწორედ მაგ კონგრესმენებს აძლევს ფულს, რომ ესეთი სისულეელეები იმათ ხშირ-ხშირად აბრეხვონ ხოლმე, რომ ეს ისედაც დასავლეთზე აღრენილი ხალხი უარესად გადარიონ...
გინდა არ გინდა ასე გამოდის...
სწორედ აი ამ კონგრესმენების ასეთი დურაკი საქციელები ასხამს პუტინის წისქვილზე წყალს და არა ბურჯანაძის მოსკოვში სიარული. ამ კონგრესმენების ერთი დახეთქებული სისულელე ასჯერ მეტი ზიანის მომტანია დასავლეთისთვის, ვიდრე ათი ბურჯანაძის ერთად მოსკოვში სიარული--თან ისიც
სიაფანდზე
კი მაგრამ ესენი რა დებილებიც გინდა იყვნენ(არიან კიდეც-100%) იმ კაცისმკვლელების --ამათთან შედარება როგორ შეიძლება? ესენი რომ ხელისუფლებაში გასაჩერებლები არ არიან ამას რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ სისხლისმსმელი ნაცები დავაბრუნოოთ ?
შუა გაიკრიფოსო--- აი შედეგი, სპეციალურად სათავისოდ მარტო ეს ბუები, საფრთხობელებად რომ დაიტოვეს..
ისე კი იმ ე.წ. ,,შუადან,, განა მართლა ვინმეს დატოვება შეიძლებოდა? ხომ დავინახეთ რომ მართლა ყველა გადასაყრელები იყვნენ-- არიან? ეხლა ხომ ძალიან კარგად გამოჩნდა ეგენი ვინც არიან (უკლებლივ ყველა) და რაც აიტერესებთ?
მაგრამ მაგათთან შედარებით პირველრიგში სწორედ ეს სისხლისმსმელი ნაცები 100 ჯერ მეტად მოსაშორებლები იყვნენ--არიან ამ ქვეყნიდან.
ამ ხლამის არ ყოფნაში კი მერე უკვე პოლიტიკაში ვინმე ახლები, ახალგაზრდები გამოჩნდებოდნენ ..ალბათ მათში კარგი ქართველებიც იქნებოდნენ და ესე ნელნელა, იქნებ გამოსწორებულიყო ეს ჩვენი ჩაჯმული საქმე
ეეეეეეეეეეეეეეეე..............................მე ეხლა უკვე ქილა ერბოსავით მომდის, თან მთვარეზე გაფრენაც მოვინდომე....
მერე, მერე ...... ამ დედამიწაზე ვის აწყობს დალაგებული საქართველო, ვიის ??
აბსოლიტურად არავის!!!!!!!!!!!!
5 წლის უკან
tngh რუსეთის ვერც ერთი ცრუ ინფორმაცია, ვერ შეძლებდა იმ დონის ანტი-დასავლური განწყობის გაღვივებას, რაც ამ წერილით შეძლო ამ ორმა ღრმად პატივცემულმა კონგრესმენმა. პროცესები ისე ვითარდება, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგი ყოველ დღიურად მატულობს. მათ, განსხვავებით "დემოკრატიული მოძრაობისგან", ღირსებაც შეინარჩუნეს, ოპოზიციაშიც დარჩნენ და მხარდამჭერების გაზარდეს...
5 წლის უკან
tngh რუსეთის ვერც ერთი ცრუ ინფორმაცია, ვერ შეძლებდა იმ დონის ანტი-დასავლური განწყობის გაღვივებას, რაც ამ წერილით შეძლო ამ ორმა ღრმად პატივცემულმა კონგრესმენმა. პროცესები ისე ვითარდება, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგი ყოველ დღიურად მატულობს. მათ, განსხვავებით "დემოკრატიული მოძრაობისგან", ღირსებაც შეინარჩუნეს, ოპოზიციაშიც დარჩნენ და მხარდამჭერების გაზარდეს...
5 წლის უკან