ერეკლე კუხიანიძე: გამოვთქვამ ძალიან დიდ წუხილს, რომ დავწერე ის, რაც დავწერე

ერეკლე კუხიანიძე: გამოვთქვამ ძალიან დიდ წუხილს, რომ დავწერე ის, რაც დავწერე

გამოვთქვამ ძალიან დიდ წუხილს იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, ემოციებმა ჩემზე მოახდინა მოქმედება და დავწერე ის, რაც დავწერე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძემ „ტვ პირველის“ ეთერში  განაცხადა.

კუხიანიძემ აღნიშნა, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე პოსტის დაწერის დღეს მას გარკვეული სტრესი ჰქონდა.

„ის, რაც მოხდა, იგივე ჩემი რეაგირება, აღვნიშნე კიდეც „ფეისბუქში“, მეორე დღეს სხვათა შორის, თუმცა დილიდანვე მინდოდა, რეაგირება გამეკეთებინა და შემეცვალა რაღაცები, რაც მიმაჩნია, რომ არ იყო სწორი. მაგრამ ისეთი რაღაც დამხვდა „ფეისბუქზე“, ისეთი შეურაცხმყოფელი და სასწაული წყევლები, ბავშვებზე, მშობლებზე, საფლავების ტრიალი, რომ არ ვიცი, გადაცდა ყოველგვარ ზღვარს. დაველოდე ასე ვთქვათ ის დღე, რომ არ გამოსულიყო ისე, რომ შეეშინდა, მოხსნა და ა.შ. დაველოდე, რომ მიმეღო რეზულტატი ჩემი ქმედების. საღამოს შევცვალე და დავწერე, რომ არ არის სწორი ემოციური და გაღიზიანებული მდგომარეობები და დავწერე ისე, ვთქვათ როგორ დავწერდი, რომ არ ვყოფილიყავი იმ დღეს სტრესში და რაღაცას არ გამოვეყვანე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, იქ არ იყო უხეშობა, იქ არ იყო დედის მოხსენება, ჩემთვისაც ძალიან უსიამოვნო და მიუღებელია, პირდაპირ გეტყვით“, - განაცხადა კუხიანიძემ.

საკრებულოს წევრმა ხაზი გაუსვა, რომ ის თავის მიერ დაწერილი სიტყვების გამო წუხს.

მან წამყვანის კითხვაზე, იხდის თუ არა ბოდიშს, დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა. ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, არაკორექტურობისთვის. შინაარსი იყო, რომ ის ადამიანი გადავიდა და იცოდა, რას აკეთებდა. მან იცოდა, რა რისკზე მიდიოდა და მე არ შემიფასებია, ეს ცუდია თუ კარგია. შემდეგ მე დავწერე, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, არამედ მთელი მსოფლიოს საზოგადოებაა ამაში ჩართული და მაქსიმუმს აკეთებს. ამ ფონზე, როდესაც ჩვენმა მთავრობამ მიიღო ისეთი შეფასება ოჯახის მხრიდან, რომ არ კეთდება საკმარისი და ეს მთავრობაა ის მთავრობა, რომელიც იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს, ტაშ-ფანდურს მართავს და ეზეიმება, როცა არაფერი საზეიმო არ არის, ამან ჩემზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა“, - განაცხადა კუხიანიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საკრებულოსთან საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკრებულოს უმრავლესობა მის საკითხზე კონსულტაციებს 17 დეკემბერს გამართავს.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

სოციალისტი ბატონო ერეკლე, რაც დაწერეთ, ყველაფერი სიმართლე დაწერეთ გარდა ბოლონ 2 წინადადებისა!!!! ან იმ ბოლო 2 წინადადებაში იმისთანა რა იყო, რაც დაწერა ვნმე მაქარაშვილმა პრეზიდენტის მისამართით - პირდაპირი გაჭრილი ბილწად დედის გინება! მერე ეს მაქარაშვილი ეს უზრდელი კაცი სათავეში ჩაუდგა ლიბერალ მარგინალების , მათი კუთვნილი ტელევიზიების მიერ თქვენს წინააღმდეგ აგორებულ ტოტალურ ბულინგს!
კარგი ჰქენით ბატონი ექიმის ოჯახს ბოდიში რომ მოუხადეთ. ჩემი აზრით ვაჯკაცური საქციელია. რაც შეეხება თითონ ბატონი ვაჟას საქციელს ეს არის უეჭველი გმირობა, თავგანწირვა სამშობლოსათვის! დიდება გმირს! ყოველთვის შესაძლებელი ვერ ბარის გმირობის რაციონალურ, ჩვეულებრივ ლოგიკაში ჩატევა. გმირობა, გმირობაა და მასში რაციონალიზმის მოძებნა საჭიროც არ არის!
5 წლის უკან
სოციალისტი აი კიდევ ერთი მაგალითი შედარებისათვის რა თქვა ბატონმა ერეკლემ და რას ამბობს ნაძირალა გაბუნია საქართელოს პრეზიდენტზე - "მთელი საქართველო ამ ქალის პრეზიდენტობას იტანს. ერთი შეხედვით ჰგავს ადამიანს, მაგრამ მე მგონი და ასე მეჩვენება, რომ თავის ნაცვლად მხრებზე ქოთანი აბია და შიგნით ტვინის ნაცვლად ლობიო უდუღს. რას აღარ ეძახიან მას: „მოღალატე“; „რუსეთის აგენტი“, მაგრამ არა... აგენტობასაც და მოღალატეობასაც გონება სჭირდება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ ან მართლა არ აქვს, ან მისი მოხმარების ინსტრუქცია აქვს დაკარგული. მისი საქციელებიდან და განცხადებებიდან მე მაქვს დასკვნა: ჩვენ გვყავს სულელი პრეზიდენტი“, - თქვა გაბუნიამ.
ბატონმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რომ გმირობა ჩაიდინა ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არანაკლებია თქვენი გმირობაც რომ გაბედეთ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით!
5 წლის უკან
სოციალისტი ერეკლე კუხიანიძე - ნებისმიერი იგნორი ამ კანონზომიერებებისა იწვევს კატასტროფულ შედეგს. ამ ფორმატში ვერ შევალ დეტალურ განხილვაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ამ კანონზომიერების უგულვებელყოფამ მოუტანა ჩვენს სამშობლოს კატასტროფული შედეგი სსრკ-ს დაშლის დროს. ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თვითონ რუსები გაცილებით უფრო დაჩაგრულები იყვნენ სისტემისგან ვიდრე ჩვენ და სხვათა შორის ჩვენგანაც არ აკლდათ დაჩაგვრა. ( ვისაც ახსოვს ის პერიოდი - უეჭველად დამეთანხმება). ამას მოყვა საშინელი შედეგები. გააფთრებული დამარცხებული გიგანტი, რომელიც შეურაცხყოფილი იყო ჩვენი ''ღალატით'' გადავიდა შურისძიების რეჟიმში და სისხლიანი კალო დაატრიალა აფხაზეთში და სამაჩაბლოში. დაიღუპა უამრავი ჩვენი სრულიად უდანაშაულო მოქალაქე.... და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთებმა ვერ გაიაზრეს რიგი კანონზომიერებებისა და ძალაუფლებაში მოსვლა გადაწყვიტეს. სსრკ ყველა შემთხვევაში იშლებოდა სრულიად სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ საკუთარი ''წვლილი'' შეგვეტანა ამ პროცესში და მართლაც შევქმენით ეს ილუზია - რამაც გამოიწვია კიდეც კატასტროფული შედეგები ქვეყნისთვის. ბევრი რამის გამოტოვება მიხდება ფორმატის შეზღუდულობის გამო, თუმცა მთავარი კანონზომიერება მაინც თვალში საცემია - ხშირად კეთილი სურვილებით მოკირწყლულია გზა ჯოჯოხეთისაკენ.
შესანიშნავია. მოლოდეც!!!
5 წლის უკან
სოციალისტი ახლა მითხარით ასეთი მოაზროვნე ადამიანი, ვიღაც უწიგნურმა მაქარშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს საჯაროდ დედას აგინებს, როგორ უნდა გააკრიტიკოს და მოღალატე ეძახოს?!
5 წლის უკან