ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2010 წელს მომზადებულ მასალასას აქვეყნებს. საქმე ეხება ჭავჭავაძის 70 ნომერში სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლების მიერ ამერიკის მოქალაქე მალხაზ ალავიძის ოჯახის წევრების გამოსახლების ფაქტს.
ნინო ჯღარკავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ხალხოოოოოოოოო, ეს სიუჟეტი ნახეთ ყველამ, 2010 წელია, სააღსრულებლოს წარმომადგენელი ნიკა მელია როგორ ასახლებს ამერიკის მოქალაქე ალავიძის ოჯახს სახლიდან თაღლითური გეგმა როგორ ქონდათ შემუშავებული და ეს ნაგვები დღეს ხალხზე წუხან?! ხალხზე ნერვიულებენ?! შემთხვევით ვიპოვე ეს სიუჟეტი დაილოცა გუგლი, თქვე არაკაცებო ამასაც ვიგონებთ?”
ამერიკის მოქალაქის ადვოკატების მტკიცებით, ნინო კვარაცხელიამ თაღლითობის გზით მოახერხა სხვისი ქონების დაუფლება და კანონი უხეშად დაარღვია. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ალავიძემ კვარაცხელიას 253 ათასი დოლარი გადაუხადა. მეორე 74 ათასი კი მყიდველს რამდენიმე თვეში უნდა გადაეხადა. ადვოკატების თქმით, როდესაც გადახდის დრო მოვიდა, კვარაცხელია დაიმალა და ალავიძეს თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მისცა, რათა მყიდველს ავტომატურად დაერღვია კანონი და ბინის გამსხვისებელს ბინა დარჩენოდა. თავად კარაცხელია ალავიძის ადვოკატის ბრალდებებს არც უარყოფს და არც ადასტურებს, მან დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა”
იხილეთ მასალა: