"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა, რის შემდეგაც "ღორი" და "ნაძირალა" მიაწერა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღწე პასუხი, დატოვებს თუ არა საკრებულოს მანდატს "ქართული ოცნების" დეპუტატი. ხოშტარიას თქმით, სწორედ ამიტომ, მისი კაბინეტის შესასვლელიდან აბრა ჩამოხსნა და "დააწერა ის, რაც ეკუთვნის".