„ნიკა გვარამია, როცა უნდა და სჭირდება პოლიტიკურად, თავგადაკლული ზვიად გამსახურდიას მომხრეების და პატრიოტების ოჯახიდან არის“
ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
„ნიკა გვარამია, რომელიც, როცა უნდა და სჭირდება პოლიტიკურად, თავგადაკლული ზვიად გამსახურდიას მომხრეების და პატრიოტების ოჯახიდან არის, დღეს საღამოს ფეხქვეშ განერთხო ვინმე დევი ჭანკოტაძეს, ნაცებისდროინდელ გენშტაბის უფროსს, და დითირამბები უმღერა პირდაპირ ეთერში…
აქ დევს ამონარიდი ციტატები პუტჩისტი გენერლის, ვინმე თამაზ დუმბაძის წიგნიდან (,,თქვენ გასაგონად ბიჭებო”, თბილისი, 1999 წ.) , სადაც პირდაპირ არის დასახელებული დევი ჭანკოტაძე, როგორც გამორჩეული პუტჩისტი და რუსეთის ჯარის ბოზი. ჰო, სხვათა შორის, 2004-2005 წლებში ჭანკოტაძე იყო სამხედრო ატაშე რუსეთში…
“მაშინ ძალიან ბევრს ვშრომობდით, ჯემალ ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე, მე, გია ყარყარაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე,
აკია ბ არ ბ ა ქ ა ძ ე, პაატა დათუაშვილი, დევი ჭანკოტაძე, გელა გ ი ო რ გ ა ძ ე, გია გულუა.”
“ერთხანს გაკვირვება გამიწვია იმან, რომ გია უ ჩ ა ვ ა, თავგამოდებული გვარდიელი, ზვიად გამსახურდიას ბანაკში გადაბარგდა…
მაშინ არავინ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ის ჩემი სპეციალური დავალებით წავიდა. ასე ვთქვათ, თავისებური მზვერავი იყო. შეძლებისამებრ მაწვდიდა ინფორმაციას ზვიადის ბანაკში არსებული მდგომარეობის შესახებ.”
(გვერდი: 134)
“ტყვია-წამლით უხვად გვამარაგებდნენ რუსეთის ჯარის წარმომადგენლები (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი პ ა ტ რ ი კ ე ე ვ ი)”
(გვერდი: 135)…“