ნიკა მელია 2012 წელს ჩატარებულ აქციაზე: სააკაშვილი, რომ სიტყვით გამოდიოდა ხალხი ტრიბუნიდან მიდიოდა

ნიკა მელია 2012 წელს ჩატარებულ აქციაზე: სააკაშვილი, რომ სიტყვით გამოდიოდა ხალხი ტრიბუნიდან მიდიოდა

სააკაშვილი, რომ სიტყვით გამოდიოდა ხალხი ტრიბუნიდან მიდიოდა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. ნიკა მელია დინამოს სტადიონზე 2012 წელს პარტიის მიერ ჩატარებულ შეკრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაშინ უკვე არჩევნები განწირული იყო.

„ყურისძირში გვაქვს 2012 წლის სექტემბრის აქცია დინამოს სტადიონზე, სადაც დაახლოებით 60 000 ადამიანი იჯდა სკამებზე და 20 000 - მდე ადამიანი მოედნის საფარზე. სააკაშვილი რომ სიტყვით გამოდიოდა, ხალხი უკვე მიდიოდა ტრიბუნებიდან, რადგან წაგებული იყო უკვე ის. ის შეხვედრა გაკეთდა იმისთვის, რომ აქტივი გამხნევებულიყო და არჩევნების დღეს მისულიყვნენ არჩევნებზე და კომისიის წევრობაზე უარი არ ეთქვათ. ახლანდელი ხელისუფლებაც ზუსტად ამას აკეთებს. როგორც არასოდეს ვგრძობ, რომ აქციამ დამუხტა „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები. დავინახე ენერგია დაცლილი და შეშინებული, უემოციო ხალხი“ - განაცხადა ნიკა მელიამ