რეჟისორი გოგა ხაინდრავა პარლამენტში გარკვეული ნივთიერების დასხმის ფაქტს ეხმაურება და მას ტერორისტულ აქტად აფასებს. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ნივთიერება პარლამენტში ლელა ქებურიამ დაასხა, რომელსაც ირმა ნადირაშვილი ეხმარებოდა.
„ის, რაც გააკეთეს ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ, არის იმის დასტური, რომ შაჰიდები გაჩნდნენ. ეს არის პირდაპირ ტერორისტული აქტი. ადამიანი, რომელიც გადააბიჯებს საკუთარ თავს, რომ შხამი დაუსხას თავის კოლეგებს, ის ღილაკსაც თითს დააჭერს. მე ძალიან სერიოზული კვლევა მაქვს გაკეთებული. პარტიული დავალებით, როდესაც ასეთ რამეს აკეთებ, შენ ხარ ბოლშევიკი.
ორივე ქალბატონი დგას იმის წინაშე, რომ როდესაც პარტია უბრძანებს, თავის დროზე ღილაკს თითს დააჭერენ და საკუთარ თავსაც აიფეთქებენ და სხვებსაც. ეს იყო საზოგადოების აფეთქება. მსგავსი რამ საქართველოს ბოლშევიკების მერე არ ახსოვს. ის, რომ ეს ქალბატონი ლელას დასხმულია, ეჭვი არ მეპარება, ამაში და მას ეხმარებოდა ნადირაშვილი. რეჟისორი ვარ და სპეციალურად ნელა ვუყურე კადრებს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.