არჩილ თალაკვაძე: ალეკო ელისაშვილს საჩუქრად კომპასი უნდა გადავცე

არჩილ თალაკვაძე: ალეკო ელისაშვილს საჩუქრად კომპასი უნდა გადავცე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომლიც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატიცაა, განმარტავს, რომ მისი ბიურო ოზურგეთში დაკეტილი იყო არა ალეკო ელისაშვილის სტუმრობის გამო, არამედ იმიტომ, რომ დღეს კვირა დღეა.

არჩილ თალკვაძემ დღეს ფეოდალობის თაობაზე ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა.

„ის თურმე ოზურგეთში იყო ჩასული და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც დამრჩენია არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა ოზურგეთში, ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული, სტიკერები „მაჟორიტარი ფეოდალია“ გააკრეს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ ქმედების მიზანი თალაკვაძის არაეფექტური მუშაობის მხილებაა.