ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბოლო დღეებია აქტიურად მიდის კონსულტაციები „ოცნების“ ყოფილ წევრ თამარ ჩუგოშვილთან, რათა იგი გახდეს მოძრაობა „ლელოს“ წევრი. თავად „ლელოში“ ამ ცნობას არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დღეს შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური გაერთიენებების ფორმირება.
„თამარ ჩუგოშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ, ბევრ რამეში ვეთანხმებოდი, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც მის მოსაზრებებს არ ვიზიარებდი. ახლა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს არის ის სიტუაცია, რომ მოხდეს დიდი გაერთიანებები, რათა ქვეყანაში დაიწყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები.
„ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თამარ ჩუგოშვილთან მიმდინარეობს კონსულტაციები გახდეს მოძრაობა „ლელოს“ წევრი, ვერ დავადსტურებ. პირადად მე ამ ინოფრმაციას არ ვფლობ“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ „ლელოს“ წევრმა კახა კოჟორიძემ.
რა შუაშია ცხვირი?!
აბა ტვინზე ხომ არ ვიკითხავ?!