მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილი აქვს

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილი აქვს

მე მგონია, რომ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ, - ამის შესახებ ახალციხისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის შეწყალება აუცილებელია.

„მე მგონია, რომ შეიწყალებენ, მაგრამ შეწყალება რთული პროცესია. მე ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილი აქვს. ჩვენს ქვეყანაში საბრალდებო დასკვნა არ არის ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, რომ შეწყალება კარგია და აუცილებელი. საერთოდ ასე ხდება, რომ ადამიანი რაღაცას ჩაიდენს, დაიჭერენ და მერე იწყალებენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.ლი