ბანძებო რა გეზეიმებათ?, - ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა უკრაინაში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც იქ გუშინ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გამოეხმაურა.
"გუშინ იმ ბანძებმა რა იზეიმეს?! ვაუ, დიდება დიად ბიძინას! ჩვენ გავხდით ეროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ბანძებო რა გეზეიმებათ?! იმ დროს საქართველო იყო მსოფლიო ნომერ პირველი რეფორმატორი და არასდროს არ გვიზეიმია", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
გუშინ, თბილისში მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა. თავისუფლებაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯომარე ქვეყნის სტატუსი მიულოცეს.