„ოცნებამ“ გარკვეულწილად მიზანს მიაღწია“ - ანჯაფარიძე 14 დეკემბრის აქციაზე

„ოცნებამ“ გარკვეულწილად მიზანს მიაღწია“ - ანჯაფარიძე 14 დეკემბრის აქციაზე

 

„არ ვიცი „ქართული ოცნება" რა მიზნებს ისახავდა, მაგრამ თუ სურდათ ეჩვენებინათ, რომ საზოგადოებაში და ამომრჩეველში მათ საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა აქვთ, ამ კუთხით გარკვეულწილად მიზანს მიაღწიეს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 14 დეკემბერს „ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციას.

ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუ ხალხის რეალური მხარდაჭერა არ ექნებოდათ, იმდენი ხალხის შეკრებას, რამდენიც აქციაზე იყო, ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსით ვერ მოახერხებდნენ.

„თუ ხალხის მხარდაჭერა არ არსებობს, რა ადმინისტრაციული რესურსიც არ უნდა გამოიყენო, ამდენ ადამიანს აქციაზე ვერ ჩამოიყვან. შესაძლოა „ქართული ოცნება" ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - რომ რადგანაც ამდენი ადამიანი ჩამოვიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნებას" საზოგადოებაში საკმარისი მხარდაჭერა გააჩნია, რომელიც, თუ მოსული ხალხის რაოდენობით ვიმსჯელებთ, იმ მხარდაჭერას აღემატება, რაც ამჟამად გააჩნია, თუნდაც გაერთიანებულ ოპოზიციას.

„არ ვიცი „ქართული ოცნება" რა მიზნებს ისახავდა, მაგრამ თუ სურდათ ეჩვენებინათ, რომ საზოგადოებაში და ამომრჩეველში მათ საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა აქვთ, ამ კუთხით გარკვეულწილად მიზანს მიაღწიეს." - აცხადებს იგი.

მისივე აზრით, ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ აქციაზე ხალხი დაშინებებით და ძალდატანებით ჩამოიყვანეს, კონკრეტული ფაქტებით დამტკიცება უნდა.

„არის სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ვიღაც ჩამოიყვანეს, მაგრამ ამას ალბათ კონკრეტული ფაქტებით დამტკიცება სჭირდება. თუ ეს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით არაა დამტკიცებული, რთულია ამის სინამდვილედ მიღება. ყველა კონკრეტულ ასეთ ფაქტზე,კონკრეტული მტკიცებულებები უნდა დაიდოს, ადამიანების სახელები, გვარები, და ა.შ., და შემდეგ უნდა მოხდეს რეაგირება.

„გასაგებია, რომ დაინტერესებული და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ჯგუფები ძალიან აქტიურად ავრცელებდნენ ასეთ ინფორმაციას, მაგრამ თუკი ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, ორი რამ უნდა გაკეთდეს: უნდა იყოს დამტკიცებული კონკრეტული უტყუარი ფაქტებით და შემდეგ მოხდეს რეაგირება.

„შაბათის აქცია მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის" არ იყო მნიშვნელოვანი, ეს განკუთვნილი იყო ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც იმიტომ, რომ ამ აქციამ აჩვენა, რომ ევროპულ მისწრაფებას სახალხო მხარდაჭერა აქვს და ის გზავნილები, რაც ამ შეხვედრაზე გაჟღერდა, მათ შორის „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მხრიდან, განსაკუთრებით მის ოპონენტებთან მიმართებაში - რომ ჩვენ არ ვაპირებთ რეპრესიების გზით სიარულსო და ა.შ. - ეს მარტო ადგილობრივ აუდიტორიაზე არ იყო გათვლილი, ეს გათვლილი იყო საერთაშორისო აუდიტორიაზეც, განსაკუთრებით იმ წრეებზე, რომლებიც ახლა საუბრობენ, რომ საქართველოში ოპოზიცია იდევნება, შერჩევითი სამართალია და ა.შ. ანუ, ამით მათ მესიჯი გაეგზავნათ, რომ მმართველი გუნდი ოპონენტებზე ანგარიშსწორებას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კ ა ხ ე ლ ი დიახ, ბატონო ზაალ, დიახ! მკაფიო და ცხადი, ობიექტური რეალობის გამომხატველი შეფაებაა!
5 წლის უკან