„ქართულმა ოცნებამ" დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე და რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი აკეთებს.
მისი თქმით, ევროპის დღეები ნამდვილად შედგა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს პარტიული ღონისძიება და რამდენად შედეგიანი იქნება, ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რომ ნებისმიერ ძალას აქვს თავისი რესურსით მხარდაჭერების გამოყვანის უფლება.
„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება გამოიყვანოს თავის მხარდამჭერები, თავისი რესურსით. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის ფული აქ არ დახარჯულა. ჩვენ უკვე საარჩევნო მარათონში ვართ ჩაბმულები რეალურად, ამ კუთხითაც ვამბობ, რომ ეფექტური ღონისძიება იყო და ქართულმა ოცნებამ დაანახა ნამდვილად, რომ იმ 30 პარტიაზე და რუსეთუმე ნინო ბურჯანაზე მეტი მხარდამჭერი ყავს და აქვს ძალიან დიდი შანსი დამაჯერებელი გამარჯვების. ესეც დაინახა ძალიან ბევრმა დღეს", - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა „ტვ პირველთან".