გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი თბილისისკენ მომავალ გზაზე ავარიაში მოყვნენ

გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი თბილისისკენ მომავალ გზაზე ავარიაში მოყვნენ

თბილისში, “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მომავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოყვა.  მსუბუქად დაშავდა მასთან ერთად მყოფი სამი თანამშრომელი. მათ საგარეჯოს სავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და სტაციონარი უკვე დატოვეს.

ექიმის ინფორმაციით, ორი პაციენტი ემოციურ მდგომარეობაში იყო, ერთ მათგანს კი შუბლის არეში მიყენებული ჭრილობა დაუმუშავეს. მისივე თქმით, ყველა მათგანი ბინაზე გაეწერა. შემთხვევა ორი საათის წინ საგარეჯოში მოხდა, ერთმანეთს ორი სწრაფად მოძრავი მანქანა შეეჯახა.