გოგა ხაინდრავა: ამიტომ არის ასეთი გაშმაგებული შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

გოგა ხაინდრავა: ამიტომ არის ასეთი გაშმაგებული შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

 

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორი, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ფინანსდება, მათი მიზანია ხელისფლებაზე გავლენის მოხდენა, რომელიც დემოკრატიის სახელით იფუთება, ამის შესახებ მან “იმედი”-ს დღის ქრონიკაში განაცხადა.

“ყველა ფულს ფასი აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი კითხვაა. რატომ ახარჯავენ მილიონობით დოლარს საქართველოში დემოკრატიას, რომელიც, ჩემი აზრით საერთოდ ეფემერული ცნებაა და არანაირი დემოკრატია მსოფლიოში არ არსებობს. ეს არის დღევანდელი ტრენდი, რომლის საფარქვეშ სხვადასხვა ქმედებები ხდება იქ, სადაც გავლენების სფერო უნდათ ჩემი აზრით დღეს ფსევდოლიბერალურ ძალებს, რომელსაც წარმოადგენს დღეს საქართველოში გიგაური. ამიტომაც ფინანსდებიან. რომ შექმნან ვითარება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ჰქონდეთ ისეთი გავლენა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ არის ასეთი გაშმაგებული შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ერთადერთი საყრდენი დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნების, არის ბიძინა ივანიშვილის არსებობა საქართველოში. რომ არა ეს, ფეხქვეშ გათელავდნენ” – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

GeorgeGot ვაი!!!
4 წლის უკან