დავით ჩიხელიძე: ნაც.მოძრაობა სხვისთვის ტკივილის მიყენებას ვერ გადაეჩვია და აგრძელებს ძალადობას

დავით ჩიხელიძე: ნაც.მოძრაობა სხვისთვის ტკივილის მიყენებას ვერ გადაეჩვია და აგრძელებს ძალადობას

“ეს პარტია სხვისთვის ტკივილის მიყენებას ვერ გადაეჩვია და აგრძელებს ძალადობას”- ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მავნებელთა ჯგუფმა საკანონმდებლო ორგანოში ვეტერინრაული დანიშნლების სითხე დაასხა, რამაც რამდენიმე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა.

“როგორც წესი არსებობს დესტრუქციული და კონსტრუქციული ოპოზიცია, მათ შორის არის ერთი დიდი და მნიშნელოვანი სხვაობა, დესტრუქციული ოპოზიცია გამოირჩევა მავნებლობით, აზიანებს ქვეყნის ინტერესებს (როგორც გლობალურ ასევე ლოკალურ დონეზე) რაც მთავარია ცდილობს ქვეყანა დემოკრატიული რელსებიდან გადაიყვანოს და ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას, ხოლო კონსტრუქციული ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში არის, ცდილობს ქვეყნის და დემოკრატიის განვითრებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

სამწუხაროდ, გუშინ პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა, განმიმტკიცა რწმენა იმის შესახებ, რომ ქვეყანას არ ჰყავს ღირსეული ოპოზიცია, დღეს საქართველოს ჰყავს, დესტრუქციული, ე.წ. ქუჩის ოპოზიცია, რომელთა მთავარ მიზანს ქვეყნის ინტერესების დაზიანება წარმოადგენს. არ შევდივარ სამართლებრივ საკითხებში, არც ხსნარის შემადგენლობას აქვს მნიშნელობა, აქ ფაქტი არის მთავარი.

ფაქტი, რომელიც ნამდვილად შევა ისტორიაში. ეს გახლავთ მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ადამიანი.(პოლიტიკოსი) საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედების განხორციელება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს იყო სამარცხვინო ფაქტი.

ოპოზიციამ გამოავლინა საკუთარი მავნებლური ბუნება და დაგვანახა, რომ მათი ადგილი არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც კი არ არის. ეს პარტია სხვისთვის ტკივილის მიყენებას ვერ გადაეჩვია და აგრძელებს ძალადობას.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მსგავსი ოპოზიცია თავისი მახინჯი აზროვნებით, აზიანებს და აფერხებს ქვეყნის განავითარებას. ოპოზიციის ქმედებამ კონსტანტინე გამსახურდიას ფრაზა გამახსენა: „როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.“ მსგავსი ოპოზიციის ხელში წინსვლა და გამარჯვება ძნელია.”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.