ბონდო მძინარაშვილი:  “გახარია ზელენსკის რუსულად ესაუბრაო… ახლა პასუხი ძალიან იდიოტებისთვის …”

ბონდო მძინარაშვილი:  “გახარია ზელენსკის რუსულად ესაუბრაო… ახლა პასუხი ძალიან იდიოტებისთვის …”

სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“გახარია ზელენსკის რუსულად ესაუბრაო…

ახლა ძალიან იდიოტებისთვის:

– გახარიამ არ იცის უკრაინული!

– ზელენსკიმ არ იცის ქართული!

– გახარიამ იცის ინგლისური და თავისუფლად საუბრობს!

– ზელენსკიმ იცის ინგლისური, მაგრამ თავისუფლად ვერ საუბრობს!

– გახარიამ იცის რუსული და თავისუფლად საუბრობს!

– ზელენსკიმ იცის რუსული და თავისუფლად საუბრობს!

ამოცანა გვეკითხება:

რა ენაზე უნდა ისაუბრონ გვახარიამ და ზელენსკიმ, რომ ერთმანეთს გააგებინონ?

პასუხი ძალიან იდიოტებისთვის:

მხოლოდ რუსულად!

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი:

ზელენსკის ქართულიდან უკრაინულად უთარგმნიან გახარიას ნათქვამს და გახარიას უკრაინულიდან ქართულად უთარგმნიან ზელენსკის ნათქვამს.

მაგრამ ასე მხოლოდ იდიოტები იქცევიან, როცა არსებობს პირობა, რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვი: ორივემ ძალიან კარგად იცის რუსული!

ამიტომ გახარია და ზელენსკი, როგორც გონიერი ადამიანები, სწორად იქცევიან, როცა ყურადღებას არ აქცევენ იდიოტების რუზრუზს!

დიახ, უკვანტავი საკვანტავად არ უნდა გაიხადო. მაგრამ როცა ქვეყანაში იდიოტების მთელი გამაა, როგორ უნდა მოიქცე?

დიახ, უნდა დაიკიდო!” – წერს ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

პრემიერის თქმით, რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნა მიმღებ მხარეს ჰქონდა. მისივე თქმით, სუამ-ის საკომუნიკაციო ენას პროტოკოლი განსაზღვრავს.

„საერთოდ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერმინისტრმა გააკეთა მიმართვა რუსულ ენაზე. ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი იმისთვის, რომ აქცენტები შინაარსობრივად მნიშნველოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები, ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს გაურკვეველ ფორმულებზე.

ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, არანაირი მნიშვნელობა შინაარსობრივადაც ენას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღები მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია რუსეთთან, სწორედ ასე რუსულ ენაზე გამოვიდა და მათი თხოვნა იყო ეს. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში, არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელიც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ”, – განაცხადა გახარიამ.

 

სოციალისტი არა ბატონო ბონდო, ღიმილის მომგვრელი არ არის, სატირალია! იდიოტების რუზრუზი დღითი-დღე ძლიერდება, ხმამაღალი და კიდევ უფრო უტიფარი ხდება! ამ რუზრუზსს რა გააჩერებს მე კი ვიცი, თქვენც იცით, ტრამპმაც იცის, მაგრამ ახლა აქ ვერ დავწერ. რომ დავწერო რუზრუზი კიდევ უფრო მოიმატებს!!!
4 წლის უკან
amo ოხ, იოსება ცხონდა შენი სული
4 წლის უკან