“იბოღმებიან და გულზე სკდებიან – ათასგვარ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებენ…”

“იბოღმებიან და გულზე სკდებიან – ათასგვარ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებენ…”

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გამართავს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით საზეიმო კვირეული მიმდინარეობს.

“ეს არის „ნაცმედიის“ პროპაგანდა და სიცრუე,” – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ბაღების დირექტორებს მმართველი პარტია კონკრეტული რაოდენობის ადამიანების მიყვანას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გათავისუფლებით ემუქრებიან.

როგორც კალაძე აცხადებს, მმართველი პარტია მისი მხარდამჭერების რაოდენობის დემონსტრირებას არ ცდილობს.

„15 ადამიანი ბაღში საერთოდ არ მუშაობს, რეებზე მელაპარაკებით?! მიზანმიმართული სიცრუეა, თითქოს 14 დეკემბერს ძალდატანებით მოგვყავს ხალხი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. 14 დეკემბერს არავინ არავის ავალდებულებს რამეს, ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაცია აკეთებს და ყველანი ვუერთდებით. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერს, ვისაც სურვილი აქვს ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, ვინ გვგულშემატკივრობს, ყველას ვიწვევთ.

როგორ შეიძლება საზოგადოებას აჩვენო თუ რამხელა მხარდაჭერა გვაქვს, ეს ხომ ისედაც ვიცით, რომ მმართველ პარტიას ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს? როგორ შეიძლება გავატოლოთ ერთმანეთს 32 პარტიის მიერ მოყვანილი 5 ათასამდე ადამიანი და ის ღონისძიება? არანაირ გატოლებაზე არ არის საუბარი. უხერხულიც კი იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამაზე აქცენტების გაკეთება. მხარდაჭერა მხოლოდ იმით არ იზომება, რომ ადამიანები გამოდიან და ქვეყნის განვითარებას გულშემატკივრობენ. გულშემატკივრობენ ევროიტეგრაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა დასძინა, რომ ღონისძიება პარტიულია და მასზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიწვეულები არ არიან.

„ეს არის პარტიული ღონისძიება და დიპლომატიური კორპუსის მოწვევა არასწორი ქინებოდა ჩვენი მხრიდან. დიპლომატიური კორპუსისთვის იქნება სხვა ღონისძიება, სადაც მოვიწვევთ“, – განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციური სპექტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, რომელიც ხვალინდელი დღის მასშტაბურ შეკრებას უკავშირდება, უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი ეხმაურება:

“ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით იბოღმებიან და გულზე სკდებიან “ნაციონალები” და ნაცმედიასაშუალებები!!! ათასგვარ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებენ, ეს მარაზმატიკები!!! ფაქტია, არ უნდათ, რომ საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომა აღნიშნოს!!!

ისე,კარგი იქნებოდა ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა ყოფილიყო,რომ აღნიშნულთან ერთად სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების დღეც აღნიშნულიყო,მაგრამ ეს არის,რაც არის!!!” – წერს დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.