ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, „ექიმის საკითხი მალე გადაწყდება".

 

 

trampi კი მაგრამ გაფრინდაშვილის გამო ხომ აღშფოთებულია მთელი დასავლური დემოკრატია-------მერე რატო არ უშვებენ ჩვენს ექიმს რუსები ?
როგორ რუსებს ამ დასავლური აღშფოთებებისა არ ეშინიააათ??
ფუუუ.....უზრდელი რუსები--------------ამხელა დასავლეთს სუ ქინძზზეც იკიდებენ
არადა ამ დემოკრატიული დასავლეთის დიდი იმედები კი გვაქვს, აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებენო ....თურმე ნუ იტყვი
და მაგათ რუსი ყველას ერთად აღებულებს იკიდებს ქინძზე
აფსუუს იმედებიიიიი................................ფააააფუ.............
ამდენი აღშფოთებების მიუხედავად ეგენი ერთ ადამიანს არ გვიბრუნებენ და ამათ აღშფოთებებზე აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებენნ?
მეტი არ იყოს საქართველოს მტერი--არც ერთი და არც მეორე!!!
4 წლის უკან