"ხელისუფლებას არ ჰქონდეს იმედი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პარტნიორები ჩუმად იქნებიან"

არ მგონია, ამან ძალიან დააზარალოს საქართველო -ამერიკის ურთიერთობები, მაგრამ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, ნდობის მხრივ, რა თქმა უნდა, შეიცვლება. რაღაც პროექტები შესაძლოა, შენელდეს ან შეჩერდეს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან" პარლამენტის მიერ მოსამართლეობის კანდიტატების დამტკიცების საკითხზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

ძაბირაძის შეფასებთ, როგორც აღნიშნული განაცხადებიდან ჩანს, საქართველოში მიმდინარე პროცესებით არა მარტო აშშ, არამედ მთელი დასავლეთი უკმაყოფილოა.

როგორც მან აღნიშნა, „ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი პარტნიორები ჩუმად იქნებიან".

„ამ განცხადების ქვეტექსტი არის ის, რომ არა მარტო ამერიკა, დასავლეთი უკმაყოფილოა იმ პროცესით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. გამოდის, რომ ამით მარტო ქართული საზოგადოება კი არ არის შეშფოთებული, შეშფოთებულია ჩვენი თანამეგობრობაც იმიტომ, რომ სასამართლოს უპირველესი ღირსება არის მისი დამოუკიდებლობა. ცუდია, თუ არ ჰყოფნის მოსამართლეს განათლება, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო უარესია, როცა უნდობლობა არსებობს. ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. მას მოჰყვება მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები. იგივე ყველაზე მტკივნეული, რაც დღეს და ხვალ შეიძლება და ძალიან დიდი ალბათობით დღის წესრიგში დადგება, იქნება არჩევნების სამართლიანობის ცნობა და ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს, იმ მოსამართლეებმა რომელთა მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არის?! არ მგონია ამან ძალიან დააზარალოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, მაგრამ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება რა თქმა უნდა, შეიცვლება. ნდობის ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი. რაღაც პროექტები შეიძლება შენელდეს ან შეჩერდეს და ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი პარტნირები ჩუმად იქნებიან",- განაცხადა ძაბირაძემ.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, „მოსმენებისას მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი - ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს კანდიდატებიც არიან".

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და გიორგი მიქაუტაძე.

trampi მერე ვინ ეკითხებათ იმ დედამოყტყნულებს ჩვენ რას ვიზავთ და რას არა
მასე მეც აღშფოთებული ვარ ამერიკის პიდარასტობებისა, მთელი მსოფლიო ფეხქვეშ რომ გაიგდო, მაგრამ რა ვქნათ ეხლა ჩვენ,-- იმათი მთავრობის
გადაყენება მოვითხოვოოთ??
მაგათ კიბოდ ჩინეთი თურქეთი და რუსეთიც ეყოფიან... მოკლედ არც მაგათი პარადია შორს ....
4 წლის უკან
trampi ვითომდა დამოუკიდებელი სახელწიფო ვართ .......................... ხომ მაგარია ??
უარესის ღირსები ვართ
იმ ცხრა წლის მანძილზე სუ იმას ვნატრობდი, რომ ამ ჩათლახების საელჩოსთან ერთი კაი საპროტესტო მიტინგი ჩატარებულიყო, რომ მონაწილეობა
მიმეღო .....მაგრამ მაშინდელი ოპოზიციამ, მიუხედავად უამრავი ჩატარებული საპროტესტო მიტინგებისა, მაგათ საელჩოსთან მაინც ვერ გაბედა საპროტესტო მიტინგის ჩატარება ........ხოოდა ძალიან ძალიან მწყდებოდა გული
მაგრამ ამ ზაფხულს ბოლო- ბოლო ინაშვილმა ეს ნატვრა ამისრულა ---- იმ ჩათლახი ამერიკელის გამო(ინაშვილი კონფერენციიდან რომ გამოაგდო) მაგათ საელჩოსთან ერთი კაი მიტინგი ჩაატარა(7-8 ათასი იქნებოდა)...... პირდაპირ პარადი მქონდა,,,,,,,, გულში სუ იმას ვიძახოდი ეს ერთი და სხვა მრავალი მეთქი . სამწუხაროდ მეტს აღარ ატარებენ...... არადა კვირაში ერთი საპროტესტო მიტინგი მაგათ აუცილებლად ეკუთვნით..
მოკლედ ქუნემ კოლუმბი.... ქუნემ.....
4 წლის უკან