რომან გოცირიძე: დაჩი ბერაია ერთი პრიმიტიული არსებაა, ვირისგან წიხლი არ უნდა გეტკინოს

რომან გოცირიძე: დაჩი ბერაია ერთი პრიმიტიული არსებაა, ვირისგან წიხლი არ უნდა გეტკინოს

“ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატი რომან გოცირიძე “2020NEWS” -თან პარლამენტში მასსა და დაჩი ბერაიას შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტს  აფასებს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, “ქართული ოცნების“ დეპუტატი პრიმიტიული არსებაა და მისგან არაეთიკური ქმედება არ გაკვირვებია.

“დაჩი ბარაია ერთი პრიმიტიული არსებაა, რომელსაც არ მოეწონა ჩემი პოსტი მაჟორიტარების დადგმულ სცენართან დაკავშირებით. ვირის წიხლი არ უნდა გეტკინოსო, ამ ფაქტს, დაახლოებით, ასე ვაფასებ.

რეგვენმა ბერაიამ იმის ნაცვლად, რომ გარკვეული არგუმენტები ჰქონოდა, წიხლი მოიქნია. საერთოდ, ეს ბიჭი შემჩნეულია არაადეკვატურ ქმედებებში. მას ჰგონია, რომ ბიძინა ივნიშვილის იმუნიტეტი იცავს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში  “ნაციონალური მოძრაობისა“ და “ქართული ოცნების“ დეპუტატები რომან გოცირიძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.