ნათია ბერიძე: დროულად მოეგეთ გონს, ამ ადამიანებმა დღეს თქვენ გაგწირეს, ნუ გააგიჟებთ ხალხს

ნათია ბერიძე: დროულად მოეგეთ გონს, ამ ადამიანებმა დღეს თქვენ გაგწირეს, ნუ გააგიჟებთ ხალხს

პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნათია ბერიძე საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მიმართავს, პასუხი აგებინონ იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად ქაოსს ქმნის პოლიტიკურ სივრცეში და ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს.

“ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, საკუთარი ჯიბიდან მათ შორის მეც,ვუხდით ამ ხალხს ხელფასს! ამ ადამიანებმა დღეს თქვენ გაგწირეს, გაგწირეს წარბშეუხრელად, ხელი მოაწერეს დანაშაულზე, როგორი მსუბუქიც არ უნდა ყოფილიყო ხსნარი, ნებისმიერი მედიკამენტი და ქიმიური ნივთიერება შესაძლოა გახდეს ფატალური შედეგის მომტანი თუ ვინმეს მცირე დოზით მაინც აქვს ალერგია ან ასთმა. სითხე რომელიც იქნა გამოყენებული არის საკმაოდ საშიში!

მითუმეტეს დარბაზში იყვნენ ასაკიანი ადამიანები! მოვითხოვთ სასწრაფოდ, ყველა პროცედურული ნორმის დაცვით,მოხდეს, აი ამ ორი დამნაშავისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, სასწრაფოდ მოხდეს მათი გაწვევა პარლამენტიდან და ჩამოერთვათ მანდატი.დაისაჯონ კანონის ძალით! ბევრი წელია გვესმის მოწოდებები დავივიწყოთ წარსული, ცხრა წელი სინამდვილეში დავიწყების მაგივრად მივიღეთ სავალალო შედეგი აწმყოში მივიღეთ ღია ტერაქტი საკანონმდებლო ორგანოში, მივიღეთ მკვლელობაზე წამსვლელი დეპუტატები პარლამენტში!

თუ თქვენ არ გაქვთ იმხელა თავმოყვარეობა, რომ მათ გვერდით სასესიო დარბაზში ჯდომაზე თქვათ უარი, მათთან ერთად მუშაობაზე თქვათ უარი, მაშინ ხალხი ამას საკუთარ თავზე აიღებს და შევწყვეტთ გადასახადების გადახდას, უარს ვამბობთ მათთვის ხელფასის გადახდაზე. ნუ გააგიჟებთ ხალხს, წინ გველის წინასაარჩევნო, ძალიან მძიმე პერიოდი და არ არის გამორიცხული მსხვერპლი მივიღოთ!

ამიტომ დროულად მოეგეთ გონს, მარტო მუქარა და თითის ქნევა არ არის თქვენი ვალდებულება! საქმე გააკეთეთ, უნიათობის განცდას ტოვებთ, ხალხმა გაააკეთა არჩევანი, მოგანდოთ ქვეყნის ბედი და კეთილი ინებეთ გაუმართლეთ მოსახლეობას იმედები. მე მაქვს მუდმივი კავშირი ხალხთან და გეუბნებით, მოთმინების ფიალაა სავსე, თუ თქვენ ვერ აკონტროლებთ სიტუაციას, საკუთარ თავზე აიღებსნ და ვეღარ შეძლებთ პროცესების მართვას.

ასევე შინაგანა წესი შეიცვალოს პარლამენტში, ყველა გაცდენილ დღეზე ჩამოეჭრათ ხელფასიდან თანხა, ყველას! სასტვენით სირბილში ვერ გადავუხდი ხელფასს ჩვენ ვერავის! მოსახლეობა აჯანყდება, აღარ დაგემორჩილებათ და ქუჩაში გადასული პროცესი არის საშიში! მიიღეთ რჩევა, გაითვალისწინეთ და აიღეთ მართვის სადავეები ხელში, ნუ მიჰყვებით დინებას, წინ დიდი უფსკრულია!”– წერს ნათია ბერიძე.

სოციალისტი ყოჩაღ შვილო ნათია, ლამაზიც ხარ და ჭკვიანიც! მადლობა თქვენ და ტქვენს მშობლებს! ეს არის  ტერორისტული აქტი ყველა თავისი ატრიბუტიკით, მიუხედავად იმისა, რომ არავინ გარდაცვლილა!  მოწამვლის შემთხვევაში ზოგჯერ გარდაცვალება გაცილებით გვიან დგება. მაგალითად რადიაქტური იზოტოპებით, ასევე ვერცხლის წყალით მოწამვლის შემთხვევაში! ასე, რომ თუ ვინმე დღესვე არ გარდაიცვალა ადამიანებიზე ქიმიური შეტევა ნამდვილად სახეზე იყო.  რა შედეგებს შეიძლება ველოდეთ აავინ იცის! 
4 წლის უკან
trampi ტერორისტები
4 წლის უკან