„ეს წესით კოჰაბიტაციისა და ამ დედააფეთქებული პოლიტკორექტულობის დასრულებისთვის ბოლო წვეთი უნდა იყოს“

„ეს წესით კოჰაბიტაციისა და ამ დედააფეთქებული პოლიტკორექტულობის დასრულებისთვის ბოლო წვეთი უნდა იყოს“

ჟყრნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

კიპლინგს ჯუნგლის ცხოვრების აღწერის დროს აქვს ფრაზა - შიშის სუნი. სუნი, რომელსაც ყველა მტაცებელი გრძნობს და იქეთ მიიწევს, საიდანაც ეს სუნი მოდის საქართველოში დღეს დაუცველობის სუნია.

იმ მარაზმის სუნი, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი პოლიციელის შეურაცხყოფის შემდეგ დგება, რაც ჯოჯოხეთის მოწყობისა და ამბოხის დაანონსების შემდეგ დგება, რაც რუსთაველზე კალიკებით განგრეული როჟების ბუინის შემდეგ დგება, რაც იმ ტიპების ტელევიზიებიდან ბლატაობის შემდეგ დგება, რომლებიც ბიუჯეტიდან უამრავი ფულის მოპარვის შემდეგ, ციხეში კი არა, პარლამენტში სხედან და კიდევ უამრავი რამ, რაც მოსახლეობას ამ სუნში აცხოვრებს, ხოლო მტაცებლებს, კიდევ უფრო აბლატავებს.

არ დაგიმალავთ და მაგრად მკიდია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატების შემაწუხებელი სუნი. ჩემთვის ყველაზე პრობლემური ის სუნია, რომელიც კანონის აღუსრულებლობის გამო, სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭების გამო, მოძალადეთა თარეშის არა რაღაც დარბაზში (დიახ, სწორედაც რომ "რაღაც დარბაზში"), არამედ მთელს ქვეყანაში დგას.

კი ბატონო დავცინით, ვღადაობთ, ხანდახან ვიმუქრებით, მაგრამ მშრალი რეალობიდან გამომდინარე რომ შევხედოთ, საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის მოსახლეობა.

ეს წესით კოჰაბიტაციისა და ამ დედააფეთქებული პოლიტკორექტულობის დასრულებისთვის ბოლო წვეთი უნდა იყოს