უზენაესი სასამართლოს არჩეულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს არჩეულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

პარლლამენტის მიერ, უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულ  მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

“ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში.”– ნათქვამია განცხადებაში.

სოციალისტი მაგარია! ძალიან მომეწონა ჩვენი ხელმწიფის ეს პოლიტკორექტული განცხადება!
4 წლის უკან
trampi ვითომდა დამოუკიდებელი სახელწიფო ვართ .......................... ხომ მაგარია ??
უარესის ღირსები ვართ
იმ ცხრა წლის მანძილზე სუ იმას ვნატრობდი, რომ ამ ჩათლახების საელჩოსთან ერთი კაი საპროტესტო მიტინგი ჩატარებულიყო, რომ მონაწილეობა
მიმეღო .....მაგრამ მაშინდელი ოპოზიციამ, მიუხედავად უამრავი ჩატარებული საპროტესტო მიტინგებისა, მაგათ საელჩოსთან მაინც ვერ გაბედა საპროტესტო მიტინგის ჩატარება ........ხოოდა ძალიან ძალიან მწყდებოდა გული
მაგრამ ამ ზაფხულს ბოლო- ბოლო ინაშვილმა ეს ნატვრა ამისრულა ---- იმ ჩათლახი ამერიკელის გამო(ინაშვილი კონფერენციიდან რომ გამოაგდო) მაგათ საელჩოსთან ერთი კაი მიტინგი ჩაატარა(7-8 ათასი იქნებოდა)...... პირდაპირ პარადი მქონდა,,,,,,,, გულში სუ იმას ვიძახოდი ეს ერთი და სხვა მრავალი მეთქი . სამწუხაროდ მეტს აღარ ატარებენ...... არადა კვირაში ერთი საპროტესტო მიტინგი მაგათ აუცილებლად ეკუთვნით..
მოკლედ ქუნემ კოლუმბი.... ქუნემ.....
4 წლის უკან