მაია ნიკოლეიშვილი პარლამენტში დასხმულ ნივთიერებაზე: „АСД-2Ф გამოვიყენეთო? ნორმალურები არ არიან ესენი?“ 

მაია ნიკოლეიშვილი პარლამენტში დასხმულ ნივთიერებაზე: „АСД-2Ф გამოვიყენეთო? ნორმალურები არ არიან ესენი?“ 

სანამ ექსპერტები პარლამენტის სხდომათა დარბაზში დასხმული ნივთიერების შესახებ ოფიციალურ დასკვნას დადებენ, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „ქვეყნის სამსახურში"-ს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ოფიციალურად დაუდგენელი ხსნარი „АСД-2Ф"-ია.

„АСД-2Ф გამოვიყენეთო?! ნორმალურები არ არიან ესენი!!! ეს პრეპატი ვეტერინარიაში, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის გამოიყენება!!! ადამიანებში ეს პრეპარატი ოფიციალურად არ გამოიყენება!!!

კი არ უნდა ჩახუტებოდით, ეს მავნებლები დროზე უნდა დაგესაჯათ! ცოტა ხანში იპრიტი და ზარინი თუ გაუშვეს პარლამენტში, არც ეს გამიკვირდება (მერე რა, რომ იპრიტი და ზარინი კლავს და ომის დროსაც კი საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია!)" - წერს ექსპერტი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იქ საეჭვოდ ცუდი სუნი დადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიღაცამ იქ გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.

მოგვიანებით „ქვეყნის სამსახურში"-ს ფეისბუქზგვერდზე გავრცელდა იმ წამლის ფოტო, რომლის გამოც საკანონმდებლო ორგანოში განგაში ატყდა და 4 ადამიანი დაზარალდა. ეს წამალი სწორედ ზემოთ დასახელებული „АСД-2Ф"-ია.

სოციალისტი ეგ საზიზღრობა რომ არ მოესხათ მანამდე რა ნორმალურები იყვნენ?! უბედურო საქართველო, უბედურო მღვდელო თევდორევ, ხედავ მაინც მიგნეს გზას საქართველოს სულში კალიუმის ციანიდის ჩასასხამად! ბოდიშს გიხდით, რომ სულ ამაო გამოდგა თქვენი თავგანწირვა!
5 წლის უკან