კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS” -თან უზენაესი სასამართლოს მოსმართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე ოდიოზური კანდიდატების დამტკიცებას ეხმაურება. როგორც არეშიძე აღნიშნავს, “ქართულმა ოცნებამ“ დამნაშავეები შეიფარა და “ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია ოფიციალურად გააფორმა.
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან თანამდებობებზე ნახევარის დამტკიცებაც კი არ შეიძლებოდა. წინა ხელისუფლების პირობებში, მათ ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი. იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც მოსამართლეთა კანდიდატებმა გარკვეული დანაშაული ჩაიდინეს, ეგონათ, რომ სამართლიანობა აღდგებოდა.
თანამდებობებზე დამტკიცებული მოსამართლეთა ნაწილი უზენაეს სასამართლოში კი არ უნდა გამწესებულიყო, “ქართულ ოცნებას“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცა. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს დაპირებული სამართლიანობის აღდგენაზე უარი თქვა. მმართველმა პარტიამ დამნაშავეები შეიფარა და “ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია გააფორმა“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 19-დან 14 კანდიდატი, მათ შორის, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუტიციის უმაღლსი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განამწესა.