„ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მელია პარლამენტში იქნება, თუ პარლამენტს გარეთ, იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ ის გაჩერდება და პოლიტიკურ აქტიურობას შეწყვეტს“, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ნიკა მელისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვტილებას.
„ნაციონალური მორაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი.
„რატომ იყო ნიკა მელია ასეთი მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის და პოლიტტექნოლოგიის კუთხით რა სარგებელს მიიღებს ხელისუფლება მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ვერ გეტყვით. თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან პოლიტიკური პროცესის ნაწილია, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური პროცესის, რომელსაც ეს ელემენტიც დაემატა.
„თუმცა, იმის ილუზია, რომ ნიკა მელია, პარლამენტში იქნება, თუ პარალმენტს გარეთ, გაჩერდება და პოლიტიკურ აქტიურობას შეწყვეტს, არავის არ უნდა ჰქონდეს.
„რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც პარლამენტში მოხდა, ეს არის ტრაგიკომედია, ასეთი პერფორმანსები პროტესტის გამოსახატავად ჩემს გემოვნებაში არ არის. მაგრამ ხელისუფლების განცხადებები „ქიმიურ შეტევაზე“ და „ტერაქტზე“ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება აფექტის მდგომარეობაშია, ისტერიკის ზღვარზე და მათი მმართველობა სახიფათო ხდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.