ხათუნა ხოფერია: “მკვლელები! – მე არ ვიცი სხვა რაღაა კრიმინალი და ტერორიზმი”

ხათუნა ხოფერია: “მკვლელები! – მე არ ვიცი სხვა რაღაა კრიმინალი და ტერორიზმი”

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც ბიუროს სხდომაზე მომხდარს ეხმიანება:

მე არ ვიცი სხვა რაღაა კრიმინალი, ტერორიზმი, საზოგადოებისთვის მიყენებული სიცოცხლისთვის საშიში ქმედება?! ხვდებით, რომ ეს აღარ არის პოლიტიკა?  ეს აღარ არის პოლიტიკური დაპირისპირება? არც ვიცი რა დავწერო, რა დავარქვა იმას, რაც ხდება და როგორ უნდა იმუშაოს ამ პარლამენტმა? როგორ უნდა ისხდნენ დიალოგის მაგიდასთან? რაზე უნდა იდაონ და იმსჯელონ! მკვლელები!!! ასეაა ერთადერთი სიტყვა, რომლიც მოიცავს მომხდარის მთლიან არსს. მკვლელები!!! მკვლელები!!! – წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გაშვების შედეგაც პარლამენტის წევრებმა შენობა დატოვეს.