მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს (ვიდეო)

მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს (ვიდეო)

პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

მედიის წარმომადგენლები ცდილობენ სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნებას, თუმცა მანდატურის თანამშრომლებმა დარბაზის კარები დახურეს და ჟურნალისტებს დარბაზში არ უშვებენ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.