სტრასბურგის ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ნიკა გვარამიასთვის (ვიდეო)

სტრასბურგის ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ნიკა გვარამიასთვის (ვიდეო)

„მე ადრეც მითქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ნიკა გვარამიასთვის. ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ვერდიქტი ყველა მათგანისთვისაც, ვინც ტალახიანი ფეხები შეიწმინდა ქართულ მართლმსაჯულებაზე, ვისაც არ ეზარებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ნიშნის – ქართული მართლმსაჯულების და სასამართლოს ლანძღვა, კრიტიკა და დაკნინება“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ტელეიმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხდა.

მინისტრის განცხადებით, ქართული მართლმსაჯულება ამ საქმეზე შედგა ევროპული კონვენციის სტანდარტების დაცვით ისე, რომ არამც თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა, არამედ ამ მოსამართლეებს არ დაურღვევიათ საკუთრების უფლება, სწორად გადაწყვიტეს საკუთრების დავა, რომელმაც საბოლოოდ ქიბარ ხალვაშს მესაკუთრის სტატუსი მიანიჭა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს უკვე მეორედ დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი იყო. დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად სცნო, შესაბამისად, 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.