კალაძე ოპოზიციას თითს უქნევს

კალაძე ოპოზიციას თითს უქნევს

“არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, პარლამენტს ხელი შეუშალოს მუშაობაში. თუ გასცდებიან კანონს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფოს მხრიდან ასევე კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება” - განაცხადა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

კალაძემ ეს კომენტარი ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა, რადგან 12 დეკემბერს, პარლამენტის შენობის პიკეტირება იგეგმება.

შეგახსენებთ, ამ დღეს, პარლამენტში  მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა იგეგმება.