აპირებს თუ არა “ოცნება“ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას?!

აპირებს თუ არა “ოცნება“ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას?!

მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა “ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილებას არ იწვევს, თუმცა  მმართველი პარტიის ლიდერები კომპრომისზე წასვლისკენ, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.

„მალე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები პოზიციებს კიდევ ერთხელ შეაჯერებენ. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  მმართველი პარტიის პასუხი ცნობილი ამ შეხვედრის შემდეგ გახდება“,  - განუცხადა “2020NEWS”-ს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია “ქართულ ოცნებას“  2020 წლიდან მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.