კახა კალაძე : “ეს იყო 2012 წლამდე, დღეს, პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ”

კახა კალაძე : “ეს იყო 2012 წლამდე, დღეს, პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ”

 

20 ივნისს რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი. თუმცა, ვიმეორებ, არავის უნდა ეპატიოს გასცდეს კანონის ჩარჩოს და ფარგლებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორია მისი მოსაზრება ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებაზე, რომ 20 ივნისს დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.

კახა კალაძის თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცეს.

„ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი შეხედულებები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, წლების წინ პრობლემები იყო და ამას ებრძოდა სრულიად საქართველო. დღეს, ჩვენ გვაქვს განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მდგომარეობა. ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს.

საქართველოში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, რა თქმა უნდა. ეს იყო 2012 წლამდე. დღეს, პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ”, -განაცხადა კახა კალაძემ.