ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილი დირექტორი მეუფე პეტრე (ცაავა) ქმნის საინფორმაციო სააგენტოს, რომელსაც “საპატრიარქოში არსებული მანკიერების“ მხილების მიზნით გამოიყენებს. აღნიშნული ინფორმაცია მეუფე პეტრემ “2020NEWS“ -ს დაუდასტურა.
როგორც მეუფე პეტრემ სააგენტოს განუცხადა, სამართლიანობისთვის ბრძოლის გაგრძელებას საეკლესიო თუ საერო კანონით დაშვებლი ყველა მეთოდით აპირებს.
“ნამდვილად ვაპირებ სიმართლისათვის ბრძოლის გაგრძელებას, ღვთის შეწევნითა და საეკლესიო თუ საერო კანონით დაშვებული ყველა მეთოდით“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.
როდის გაიხსნება საინფორმაციო სააგენტო, მეუფე პეტრეს “2020NEWS” -თან არ დაუკონკრეტებია.
შეგახსნებთ, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი მეუფე პეტრე (ცაავა) სინოდმა მღვდელმთავრობიდან მას შემდეგ გადააყენა, რაც ყოფილმა მიტროპოლიტმა ეკლესიაში სოდომური ცოდვის მხილება დაანონსა.