ნაც.მოძრაობისა და მისი სატელიტების მორიგი გეგმა ჩავარდა

ნაც.მოძრაობისა და მისი სატელიტების მორიგი გეგმა ჩავარდა

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

მაღრაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რეზოლუციაში ასახულიყო, რომ ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების თაობაზე.

დეპუტატის განცხადებით, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ევრონესტში შემავალმა ყველა ქვეყანამ საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გააძლიეროს.

„აღნიშნეს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მაღალია ევრონესტის ქვეყნებში. ამიტომ, ამაზე ხაზგასმა არ არის საჭირო. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ითქვა, რომ ისინი არავის უღიარებია პოლიტიკური პატიმრებად, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიან. ასე რომ, ევრონესტის ასამბლეამ არ გაიზიარა არც ეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა პარტნიორმა ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა შეიტანა”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

Maverick ე.ი. ევრონესტის ქვეყნებმა აბოზებულ ოპოზიციას ცივი შხაპი გადაასხა ამ ზამთარში, ხპლო მათ მიერ გაბრიყვებულ ახალგაზრდებს მოუწევთ ნარბის ხეხვა! ასევე, ეს გაფრთხილებაა ოპოზიციის მისამართით, ანუ თქვენც თუ ბევრ გაატ@აკებთ, პოლიტიკოსი თუთიყუშის ანეკდოტში მისი პასუხის არ იყოს "შენც მოგიწევს ამ მაცივარში ჯდომაო"!...
დაგრხევიათ და ეგ არის... დროზე თუ არ აიკრიფავთ გუდა-ნაბადს პოლიტიკიდან ... მაგრად დაიქინძებით!
5 წლის უკან
Maverick შეცდომებისთვის ბოდიში, დაბეჭდილის წაკითხვა არ მიყვარს, რისთვისაც ბოდიშს გიხდით...
5 წლის უკან