დავით ჩიხელიძე: ე.წ ოპოზიციაში მყოფი არაპროგნოზირებადი ადამიანების ხელში რაიმე წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია

დავით ჩიხელიძე: ე.წ ოპოზიციაში მყოფი არაპროგნოზირებადი ადამიანების ხელში რაიმე წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია

დემოკრატიის განვითარებისათვის მრავალი აზრის არსებობა კარგი და აუცილებელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში მრავალი უთავმოყვარეო და მედროვე ადამიანის(მათ თავებში არსებული მრავალი აზრის) ყოფნა დამღუპველია, როგორც ქვეყნისთვის ასევე დემოკრატიის განვითარებისათვის.”– ამის შესახებ “დემოკრატილი ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

“აღნიშნულის დამტკიცებას დიდი წიაღსვლები არ სჭირდება, უბრალოდ საჭიროა გადავხედოთ ჩვენი თვითგამოცხადებული „ოპოზიციური“ ლიდერების წარსულში გაკეთებულ განცხადებებს და მათ უპრინციპობასა და არათანმიმდევრულობაში მარტივად დავრწმუნდებით. ასეთი არაპროგნოზირებადი ადამიანების ხელში კი რამე წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

მათი დღევანდელი მოთხოვნაც ხომ მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა? რა არის მათი მთავარი მოთხოვნა? როგორც აცხადებენ მთავრობამ მოიპარა არჩევანის უფლება და არჩევნების დაბრუნებას ითხოვენ. ეს ხომ აბსურდია და დასაწყისშივე სიცრუის საკმაოდ დიდ მარცვალს შეიცავს. ფაქტია, რომ არჩევნები არავის მოუპარავს და  ზუსტად ისეთივე სისტემით ჩატარდება, როგორც ამას დღევანდელი ოპოზიციის უდიდესი ნაწილი 2003-2012 წელში ატარებდა.

ასევე არავის მოუპარავს არჩევანის უფლება და ყველას აქვს შესაძლებლობა, არჩევნებზე საკუთარი, გააზრებული პოზიცია თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს. ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ 2012 წელს არჩევნები სწორედ შერეული სისტემით ჩატარდა, მისი შედეგები ყველამ ერთად ვნახეთ. ეს ადასტურებს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემის პირობებში ყველას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა, რა თქმა უნდა თუ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი შენ გვერდით არის, დღევანდელი მოცემულობით კი ხალხი ოპოზიციის მხარეს ნამდვილად არ არის!

არ მინდა საუბარი იმის შესახებ თუ რომელი საარჩევნო სისტემაა უმჯობესი, მაგრამ ფაქტია, რომ მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული სისტემა (მსოფლიოში ძირითადად აღნიშნული სამი სისტემა გამოიყენება) არის დემოკრატიული და რომელიმე მათგანის არადემოკრატიულობა არავის დაუდასტურებია. ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო დიდი “კათოლიკე” და გავიხსენოთ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არჩევნები შერეული სისტემით იმართება, (მაგ: იტალია 2018წ)”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.