აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ექს კანდიდატი არტურ ანქვაბი 2 თვით დააპატიმრეს. რუსული მედიის ცნობით ის ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში 24 ნოემბერს ადგილობრივი ფირმის "დანონის" დირექტორი გაიტაცეს. გრიგორიანი 1 დეკემბერს გაათავისუფლეს. ამ საქმეზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
არტურ ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.