გია გაბრიჭიძე: ჩვენ რატომ ვართ ამათ

გია გაბრიჭიძე: ჩვენ რატომ ვართ ამათ "თვითკმარ კაიფს" აყოლილნი, აი ეს მიკვირს

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

როცა ამ მოდელებზე "აზრის გიგანტი" პოლიტიკანები "ბჭობენ", უსტვენენ, "მსჯელობენ", ნაცტეკლევიზიებში ლოყებს იხოკავენ, ჯაჭვებით და ბოქლომებით დარბიან, დიდი ადამიანის, ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილის ერთი ფრაზა მახსენდება, რომელიც ერთხელ პარლამენტის სხდომაზე თქვა - ონანიზმი კარგია, მაგრამ შედეგი არ მოაქვს

კაკო ასათიანმა, "თვითონ-თვითონ" ტიპებმა, ნაცებმა (ორივემ) და იმ დანარჩენმა 32-მა "პოლიტიკურმა ძალამ", როგორი "მოდელითაც" არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, არანაირი შედეგი რომ არ ექნებათ, ნებისმიერმა სახედამუწუკებულმა ბიჭუნამაც იცის, მაგრამ ჩვენ რატომ ვართ ამათ "თვითკმარ კაიფს" აყოლილნი, აი ეს მიკვირს