ზურაბ აბაშიძე: რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება, საქმე გვაქვს “ნაცმოძრაობის“ მორიგ პერფომანსთან

ზურაბ აბაშიძე: რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება, საქმე გვაქვს “ნაცმოძრაობის“ მორიგ პერფომანსთან

ხელისუფლებამ ვერ მიაკვლია რუსული კულტურის და ენის ცენტრს და არც ერთი სტრუქტურა ამ საკითხში არ არის ჩართული, - განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

აბაშიძის განმარტებით, ეს საკითხი არც ერთ დონეზე არ განხილულა.

„ის რომ, დღევანდელ კონფერენციაზე არ ვიყავით მიწვეული, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მორიგ პერფომანსთან. სამწუხაროა, რომ ასეთ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი არა სახელმწიფოებრივი ინტერესით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით ხელმძღვანელობს“, - განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.

მისივე განცხადებით, ინფორმაცია გადაამოწმა და არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.

ცნობისთვის, ნოემბერში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნა ინციდენტის გარეშე ჩაივლი